ბსუ-ს ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

25 აპრილი 2018, 00:00 2868 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. საძირკველს საფუძველი დღეს ჩაეყარა. უნივერსიტეტის რექტორთან ერთად განათლების მინისტრმა და აჭარის მთავრობის წევრებმა სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. ხელი მოეწერა მშენებლობის სერტიფიკატსაც. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსში ადაპტირებულია, მასში 27 აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი და კაბინეტები განთავსდება.

სავარაუდოდ ახალ შენობაში ბიზნესის ფაკულტეტი გადავა. პროექტს ადგილობრივი მთავრობა 2 მილიონ 700 ათასი ლარით აფინანსებს. მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი კორპუსი ლეონიძის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი შენდება. მისი გახსნა აგვისტოში იგეგმება.    

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი