ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადენზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, სარდაფებს, ღია არხების მიმდებარე და დაჭაობებული ადგილების ტერიტორიებს ამუშავებენ.
სადენზინფექციო სამუშაოებითვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 ათას 800 ლარია გამოყოფილი.