გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი 

24 აპრილი 2018, 00:00 2022 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კანონდარღვევის 2  ათას 609 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ყველაზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ასეთი სულ  2 ათას  532 ფაქტი დადასტურდა.

 ამოღებულია 2 565 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და 75 ერთეული არარეგისტრირებული მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო. მონიტორინგის შედებად ასევე სისხლის სამართლის 77 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა მილლიონ  261 ათას 919 ლარია.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, ჯამში 923 ათას 910 ლარი დაეკისრათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი