სამრეცხაოები ქობულეთში

23 აპრილი 2018, 00:00 1984 ნახვა

10 ავტოსამრეცხაო ქობულეთის ცენტრალურ ქუჩებში – გარდა ვიზუალური შეუსაბამობისა, პრობლემაა საკანალიზაციო სისტემაც. ნარეცხი წყალი ხშირ შემთხვევაში ტროტუარებზე, ან მწვანე ზოლებზე გადადის. გვხვდება ისეთებიც რომლებსაც სისტემა გამართული აქვთ.

წელს პირველად სამრეცხაოების მფლობელებს ვიზუალის მოწესრიგებისთვის მითითება მიეცათ. ტურისტული ქალაქის მერი ფიქრობს, რომ ზოგადად მსგავსი ობიექტები გარეუბნებში უნდა გადავიდეს, სადაც ამჟამად მხოლოდ 2 სამრეცხაო ფუნქციონირებს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი