ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქობულეთის სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოების გამო კომპანიებს პასუხი მოსთხოვა

23 აპრილი 2018, 00:00 2034 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვადების დარღვევის გამო განმარტებებს ითხოვს. ცოტა ხნის წინ მაია ცქიტიშვილი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების – “ალიანსისა” და “ეპტისას” წარმომადგენლებს შეხვდა, საუბრის თემა ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია და ახალი ბულვარის მოწყობა იყო.

მინისტრმა მშენებლობის პროცესი კრიტიკულად შეაფასა და კომპანიების წარმომადგენლებისგან პროექტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო განმარტება მოითხოვა. სამინისტროს ცნობით შპს “ალიანსის” წარმომადგენლებმა წარმოქმნილი პრობლემების მიზეზად ზღვის სანაპიროს სპეციფიკა დაასახელეს. მინისტრის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ პროექტში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთვება და სამუშაოები 1 მაისიდან დაიწყება, რათა მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება საზღვაო სეზონის დაწყებამდე მოესწროს. ცქიტიშვილმა ქობულეთის სანაპირო ზოლი გუშინ დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი