ქედაში გარეგანათების ქსელის გაფართოვება იწყება. ქედის მერიამ 187 ათასი ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 57 სოფელში გარეგანათება მოეწყობა. პირველ ეტაპზე სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება მოხდება.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, ტენდერის გამოცხადება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.