ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. დღეს გუნდმა ხელმძღვანელებთან ერთად წინასაფესტივალო რეპეტიცია გაიარა. მე-8 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 7 პროფესიული გუნდი მიიღებს. ფესტივალის მიზანი ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაციაა.