ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი - მიხეილ ჯანელიძე

23 აპრილი 2018, 00:00 1939 ნახვა

"ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს შედეგი მიღწეულია ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერი, კარგად გააზრებული და გონივრული ნაბიჯებით, რითიც ვაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას და საბოლოო მიზნისაკენ სწრაფვას, რომელიც უკავშირდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას” -  განცხადება მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის,  როუზ-როსის 97-ე სემინარი გახსნაზე გააკეთა. 

"ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოგრაფიული, ასევე, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს კი საშუალებას იძლევა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. დღეს საქართველო ბიუჯეტის ორ პროცენტს ხარჯავს თავდაცვაზე და 20 %-ზე მეტს შეიარაღებაზე, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, რომელიც სჭირდება ნატოს წევრობას. ასევე გვაქვს პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს წევრ ქვეყნებისგან. ვაკეთებთ  ყველაფერს, რომ ეს ინსტრუმენტები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და წევრობა გავხადოთ შესაძლებელი და რეალური" - განაცხადა ჯანელიძემ, - " ჩვენ გვესმის გეოპოლიტიკური ფაქტორი და ვმუშაობთ ალიანსის ყველა წევრთან, რომ დავასაბუთოთ საქართველოს წევრობით ალიანსი მოიგებს და გააძლიერებს მის უსაფრთხოებას. ეს კარგად არის გამოხატული, მაშინ როცა ვხედავთ რუსეთის აგრესიას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმში და ა.შ. ".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ალიანსის მიღებული გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ უნდა განხორციელდეს. 

"გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში უნდა განხორციელდეს. ჩვენ გამოვთქვით მზაობა ამ პროცესებში ჩართულობაზე, რადგან ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, ჰქონდეს ეკონომიკური განვითარება და ამას  მივაღწევთ ნატოსთან და ევროკავშირის თანამშრომლობით" - ამბობს ჯანელიძე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი