ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში ხვალ გაიხსნება

22 აპრილი 2018, 00:00 1803 ნახვა

„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში “- 23-25 აპრილს ბათუმი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს. ფორუმი ხვალ დილის 9 საათზე  გაიხსნება.   სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის  ბათუმში  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის  პრეზიდენტი,  პაოლო ალი  ჩამოვა.  სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი სასტუმრო “ჰილტონში”  გაიმართება. სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი