,,ჩანასახიდან ზრდასრულობამდე” ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. სახელმძღვანელოს შესაქმნელად 3 თანაავტორი 20 წელი მუშაობდა.
წიგნში ქალისადმი კეთილგანწყობილი გარემოს პრინციპებზე, ორსულობისა და მშობიარობის პროცესის ასპექტებზეა საუბარი, ასევე ბავშვის ჩასახვიდან ზრდასრულობამდე მოვლისა და განვითარების შესახებ თანამედროვე მეთოდებია მოცემული და იგი ორი ნაწილისაგან შედგება.