კომახიძე ჭეიშვილის ნაცვლად?

21 აპრილი 2018, 00:00 1793 ნახვა

“ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციას  შესაძლოა ქალაქის მერმა  ლაშა კომახიძემ უხელმძღვანელოს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ორშაბათს პარტიულ კონფერენციაზე უნდა აირჩიონ. ლაშა კომახიძის კანდიდატურას არც უარყოფს და არც ადასტურებს ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ორგანიზაციას ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას უფლებამოსილების ვადა  24 თებერვალს ამოეწურა.

კონფერენციაზე ორგანიზაციის  ახალი ხელმძღვანელი და განახლებული ბიუროს წევრები პარტიის  შემადგენლობიდან შერჩეულმა  დელეგატებმა უნდა აირჩიონ. მმართველი პარტიის ყრილობას, პარტიული ხელმძღვანელები და წევრები  დაესწრებიან. ქალაქის მერი ლაშა კომახიძე  საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ორშაბათს  გეგმავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში