ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს 73-ვე მაჟორიტარული ოლქის განახლებული რუკები გადასცა. თამარ ჟვანიასა და 20-მდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა. ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო სიახლეებისა და სხვა საარჩევნო საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.