სამართალდამცველებმა ბათუმში თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი მოქალაქე აიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, მეორეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, ხოლო მესამეს თაღლითობაში ედება. ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.