შეხვედრა, რომელიც ვერ შედგა - დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში

19 აპრილი 2018, 00:00 1803 ნახვა

გედევან ფოფხაძის შემდეგ დავით ჭიჭინაძე – დეპუტატთა ნაწილის კრიტიკა დღეს სწორედ ჭიჭინაძის მისამართით ისმოდა, მისივე განცხადებების გამო. კანონმდებელს კოლეგები ასაკის ნიშნით დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს. არჩილ თალაკვაძე კი მას კაბინეტში იბარებს და მძიმე კითხვების დასმით ემუქრება.

ერთადერთი, რაზეც ყველა მხარე თანხმდება, უმრავლესობის სხდომის გამართვაა, რომელიც ერთხელ უკვე გადაიდო, დეპუტატთა ნაწილისთვის გაუგებარი მიზეზით. დღეს შედარებით შერბილებული ტონით, თუმცა კვლავ დღის წესრიგში იყო ეთიკის კოდექსი და ქცევის წესები უცნობია, ისაუბრებენ თუ არა ამაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები საერთო შეკრებაზე.

ასევე უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას ბიძინა ივანიშვილი. კანონმდებლები კანონმდებლებსა და კანონების დარღვევაზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი