“სასოფლო-სამეურნეო პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია” - ამ განცხადებით სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს.
განმარტავენ, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოების წესები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვან. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურ ფაზაში მაისიდან შევა. წელს სახელმწიფოს მიდგომა განსხვავებულია, პრეპარატს კერძო პირებს აღარ დაურიგებენ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ტერიტორია შეიწამლება.