ბათუმში 21 აპრილს პირველად გაიმართება მასშტაბური ღამის მარათონი. კიდევ ორი მარათონი გაიმართება ბავშვებისთვისაც. ღონისძიება მიზნად ისახავს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას.
რამდენიმე ასეული პროფესიონალი სპორტსმენ და მათთან ერთად მოყვარულები შაბათს 7 საათიდან ქალაქის ცენტრში სტარტს აიღებენ და როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან საკმაოდ მასშტაბურ მარათონში ჩაერთვებიან. ქართველ მორბენალებთან ერთად შეჯიბრში უცხოელი პროფესიონალი სპორტსმენები მიიღებენ, რომლებიც მარათონისთვის რეგიონს სპეციალურად ეწვევიან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მარათონში მონაწილეობის მისაღებად მსურველები დაახლოებით 33 ქვეყნიდან დარეგისტრირდნენ. ამასთან აქვე გეტყვით, რომ მათ ვისაც სურვილი აქვს ჩაერთონ შეჯიბრებაში რეგისტრაციის საშუალება სამი დღის განმავლობაში ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ კორტებზე შეეძლებათ. რეგისტრაცია უფასოა ბავშვებისთვის
შეჯიბრებასთან დაკავშირებით შაბათს მარათონის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიკეტება ქალაქში რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, უსაფრთხოების ნომრებს ქალაქში რამდენიმე ათეული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გააკონტროლებს.
ღამის მარათონს ბათუმი პირველად მასპინძლობს. შეჯიბრება შაბათ 7 საათისთვის დაიწყება. პირველ მეორე და მესამე საპრიზო ადგილას გასული სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ. აქვე გეტყვით, რომ როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მარათონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება