29 წელი წაბლანის ტრაგედიიდან

19 აპრილი 2018, 00:00 2320 ნახვა

წაბლანის ტრაგედიიდან 29  წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სოლგომანის მთა ჩამოიშალა. მეწყერმა ჩანჩუხევის უბანში მცხოვრები 7 ოჯახი იმსხვერპლა.

 სტიქიიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათგან ყველაზე უმცროსი სამი წლის იყო. სამი დაღუპული დღემდე დაკარგულად ითვლება.

თარიღს, დღეს, წაბლანაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ. ხულოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  მუფთი ასლან აბაშიძე, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი  და რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები მემორიალთან იმყოფებოდნენ . 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი