4 თვეში შემუშავებული და 4 წელიწადში შესასრულებელი სტრატეგიული გეგმა – ბათუმის მერიამ სქელტანიანი დოკუმენტი შეიმუშავა და ირწმუნება რომ ქალაქს ყველა მიმართულებით განავითარებს. ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, განათლება, მუნიციპალური სერვისები – მიმართულებები ამ სფეროებს ეხება.
გამართულ პრეზენტაციაზე, მთავარი კითხვები ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ხელშეწყობას და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს ეხებოდა. რა კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი დოკუმენტში, რომლის შესრულებასაც ლაშა კომახიძე ვადის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლამდე გეგმავს და შეუწყობს თუ არა ხელს გეგმის შესრულება ქალაქის იმ ფორმით განვითარებას, რომ მოქალაქეები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ზღვის სეზონის დროს მიღებულ შემოსავალზე?