განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ქალაქს პირველად გაუჩნდა, ბათუმის მერი დასამტკიცებლად საკრებულოს ზეგ წარუდგენს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმი გახდება მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი, ის მზად არის საზოგადოების მოსაზრებები მოისმინოს, საჭიროების შემთხვევაში კი შენიშვნები გაითვალისწინონ.
240 გვერდიან დოკუმენტში ათი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა გამოყოფილი. სახელმძღვანელო დოკუმენტზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.