მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 65% უკვე შესრულებულია. ქედაში პროცესი ერთდროულად ორ ლოკაციაზე, სოფელ ახალშენსა და პირველ მაისში მიმდინარეობს. შუახევში კი სამუშაოები დასრულდა. პროექტის პირველი ეტაპის შემდეგ, ბუნებრივი აირით 11 000 აბონენტი მომარაგდება.
გაზსადენის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მისი ღირებულება 25 მილიონ 850 ათასი ლარია. სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით. იგეგმება ხიჭაური - გოდერძის გაზიფიცირებაც, პროექტირების თანხებს ბიუჯეტის კორექტირების დროს გამოყოფენ.