ქობულეთში ავტობუსების მოსაცდელების დაზიანების ფაქტზე გამოძება დაიწყო

18 აპრილი 2018, 00:00 2223 ნახვა

ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით არის დაწყებული გამოძიება  ქობულეთში  ავტობუსების მოსაცდელების დაზიანების ფაქტზე. მოსაცდელების მოვლა-პატრონობა თვითმმართველობას ევალება, თუმცა როდის აღდგება ქობულეთში  დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელები მერიას კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ტურისტულ სეზონამდე კონსტრუქციები აღდგება.

აღმაშენებლის ქუჩაზე 33 ახალი მოსაცდელი გასული წლის აგვისტოში განათავსეს, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 380 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში