ხულოში, 30 წელზე მეტია სოფელი თაგო გარესამყაროს ისტორიული საბაგიროთი უკავშირდება

17 აპრილი 2018, 00:00 4371 ნახვა

30 წელზე მეტია ხულოში, სოფელი თაგო გარესამყაროს ისტორიული საბაგიროთი უკავშირდება. ამ ე.წ. საჰაერო გზით ყოველდღიურად სარგებლობენ მოსწავლეებიც. არსებობს სამანქანე გზაც, რომელიც დაზიანებულია და გაცილებით დიდი დრო სჭირდება მის დაფარვას, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზებული სამანქანე გზა გაცილებით დიდი ხიფათის შემცველია, ვიდრე საბაგირო.

აღსანიშნავია რომ ამ გზის მოწესრიგება ჯერ-ჯერობით არც კი იგეგმება. რამდენად ხშირად მოწმდება მოძველებული სისტემა და არის თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები საბაგიროზე? ცნობისთვის თაგოს საბაგირო ტურისტული დანიშნულების ობიექტიცაა. სოფო შავაძემ იმოგზაურა მოზარდებთან და თაგოს სხვა მცხოვრებლებთან ერთად.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში