იანვარში საქართველოს 444 ათას 241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები 57%-თაა გაზრდილი. მთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო - სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს კი 46 592 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქედან, ყველაზე მეტი 20 298 ვიზიტორი ქედაში არსებულ ღვინის მარნებსა და ტურისტულ ადგილებს, 18 626 ვიზიტორი ხულოს, ხოლო 7 668 მაჭახელას სტუმრობდა. აჭარაში მოგზაურების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ხელმძღვანელიც.