პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ განცხადება გაკეთდება

15 აპრილი 2018, 00:00 2253 ნახვა

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამინაცვალი, როგორც ცნობილია წარსულში დაკავებული იყო და შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა. სწორედ ხვალ აპირებს განცხადების გაკეთებას დაკავებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. ბრიფინგს მარგველაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს. მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს ბრალს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. პროკურატურა კი სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა ყოფილი მეუღლის შვილს სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 

ამავე კატეგორიაში