საჰაერო იერიში ასადის ძალებზე

14 აპრილი 2018, 00:00 2950 ნახვა

ახლა, მთელი მსოფლიოს  ყურადღება სირიისკენაა მიმართული, სადაც აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ ბაშარ ალ ასადის ძალებზე საჰაერო დარტყმები მიიტანა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა - დამასკოს სამეცნიერო კვლევის ცენტრი, რომელიც თეთრი სახლის მტკიცებით, ქიმიური იარაღის წარმოებასთანაა დაკავშირებული. ქალაქ ჰომსის დასავლეთით მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი და ქალაქ ჰომსთან ახლოს მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი და სამხედრო მართვის ცენტრი.  

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სირიის სახელმწიფო ტელევიზია, რომლის ცნობითაც, დაბომბვის შედეგად მხოლოდ დამასკოს კვლევითი ცენტრი დაზიანდა და ქვეყნის სამთავრობო ძალებმა არაერთი რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს. დღესვე გახდა ცნობილი, მოსკოვის რეაქცია ავიადარტყმებზე - პუტინი, საერთაშორისო კოალიციის  ქმედებას „აგრესიულ აქტად“ მიიჩნევს და „საერთაშორისო ნორმების დარღვევაში“ ადანაშაულებს.  აშშ-ში რუსეთის ელჩი, საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება და პასუხისმგებლობას, ვაშინგტონს, ლონდონსა და პარიზს აკისრებს. 

ამავე კატეგორიაში