ქობულეთის საკრებულომ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 6 127 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადასცა

11 აპრილი 2018, 00:00 1406 ნახვა

ქობულეთის საკრებულომ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე  6 127 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადასცა. საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის მომიჯნავედ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწა  შპს “კრისტალ ბილდინგზე” გაიყიდა,  რომელმაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.

ავთანდილ ანანიძე ამბობს, რომ კომპანიას მომიჯნავე  ტერიტორიის შეძენაც სურს სადაც ავტოსადგომს მოაწყობს.  სწორედ, ამისთვის გადაეცა მიწა რეგიონის მთავრობას. თანხა ანანიძის მტკიცებით  მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში ჩაირიცხება.

აღნიშნული საკითხი გააპროტესტა  ოპოზიციონერმა მერაბ ცინცაბაძემ, მისი განცხადებით მიწის გადაცემას მთავრობა  ზურაბ პატარაძის კომპანიისთვის გეგმავს. დოკუმენტაციაში კი აღნიშნულია, რომ ტერიტორია  შპს “პრივატ სერვის გრუპზე” უნდა გასხვისდეს, რომელიც “კრისტალ ბილდინგის“ პარტნიორი ორგანიზაციაა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ რომ ტერიტორიის გასხვისება მსხვილი საინვესტიციო პროექტის ნაწილია, არსებული ბრალდება კი დეზინფორმაცია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში