საკადრო ცვლილება ქობულეთში

12 აპრილი 2018, 00:00 3083 ნახვა

ქობულეთში შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებისა“ და „ქობულეთის წყლის„ დირექტორები თანამდებობიდან გადადგნენ. როგორც  ჯუმბერ ჭყონია და ოთარ ზოიძე ამბობენ, ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა და განცხადება მერიაში რამდენიმე დღის წინ თავად შეიტანეს. წასვლის მიზეზად ორივე კერძო ბიზნესში საქმიანობას ასახელებს.

ახალი ხელმძღვანელები მერმა უკვე წარადგინა. მერაბ პაპუნაიშვილი იქნება ამიერიდან პასუხისმგებელი „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ საკითხებზე, ჯემალ მეგრელიძე კი „ქობულეთის წყალზე.”

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი