ქობულეთში დამწვარი სასტუმრო ''არმაზის'' საქმე

12 აპრილი 2018, 00:00 6694 ნახვა

ქობულეთში 3 წლის წინ, სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძრის საქმეზე  ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ მთავარი ბრალდებული გარდაცვლილია.

პროკურორ ადილარ წირღვავას განცხადებით, როცა ბრალდებული გარდაცვლილია, მხარეების შეთანხმებით შეიძლება სასამართლო პროცესი შეწყდეს, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ არის. ზაზა ართმელაძემ ერთი წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

გამოძიება მას ქობულეთში 2015 წელს დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ პასუხისმგებლობის საკითხს ედავება. შეგახსენებთ,  2015 წლის 10 მაისს სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძრის გამო 3 ბავშვი დაიღუპა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი