პრემიერ მინისტრი: „ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როცა არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს

12 აპრილი 2018, 00:00 2679 ნახვა

პრემიერ მინისტრი ფრიდომ ჰაუსის შეფასებას დემოკრატიის ხარისხის გაუარესების თაობაზე არ ეთანხმება. "„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება უკიდურესად არაობიექტურია და ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას" - განუცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც არაობიექტურ ინფორმაციასა და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით.

„ 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში, შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, თუმცა მთავარი ტენდენცია, რომელიც დამკვიდრდა ქვეყანაში, არის დემოკრატიის მაღალ ხარისხში აყვანა – მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი,  მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე,  ადამიანის უფლებების დარგში მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია. მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. 2017 წლის მონაცემებით, ეს მაჩვნებელი არის 70 ქვემოთ, რაც ჩემი აზრით არის უდიდესი პროგრესი. რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა ევროპული დემოკრატია შევქმნათ”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ფრიდომ ჰაუსმა“ - გუშინ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მონაცემები  გაუარესებულია, შემცირებულია მედიის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების ინდექსებიც.  

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი