სირია დასავლეთის საპასუხო ზომების მოლოდინში

12 აპრილი 2018, 00:00 1798 ნახვა

რუსულმა სამხედრო პოლიციამ სირიის ქალაქ დუმაში მუშაობა დაიწყო. ფედერაციის თავდაცვის უწყების განცხადებით, ისინი ქალაქში წესრიგის დაცვის გარანტები არიან. დუმაში სიტუაცია დასტაბილურდა, ქალაქი სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ გადავიდა. თუმცა, სირიის ამ ქალაქში გასულ შაბათს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად გმობს.

შეერთებული შტატები, საპასუხო ზომების, მათ შორის სარაკეტო დარტყმების ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა. ასადის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს აფრთხილებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. სირიელი ექსპერტების განცხადებით კი გარედან განხორციელებულ ნებისმიერ სარაკეტო იერიშს დამასკო უპასუხებს, რომელიც თავდაცვითი ფარით არის დაცული. შედეგები კი სირიელი ხალხისთვის უკეთესი იქნება. - ამბობენ ანალიტიკოსები.   

ამავე კატეგორიაში