სკაუტური ბანაკი დაიხურა

07 ივლისი 2016, 00:00 3554 ნახვა

ბოტანიკურ ბაღში სკაუტური ბანაკი დაიხურა. 7 დღის განმავლობაში 70-მდე ბავშვი მშობლებისგან დამოუკიდებლად ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ კარვებში ცხოვრობდა. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკაუტები, მათ სიგელები გადაეცათ. სკაუტური ბანაკი ბათუმის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მოეწყო. საზაფხულო ბანაკი აჭარის გარდა თბილისის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის სკაუტური ორგანიზაციის წევრებსაც მასპინძლობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი