ხულოში, სოფელ ღორჯომში, ზვიად ხინიკაძის ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ძლიერი ხანძარი, სახანძრო-სამაშველოს მისვლამდე, 50-მა ადგილობრივმა საკუთარი ძალებით შესძლო. ხულოს სახანძრო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე მაინც მიდიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი დაწვას გადაურჩა, თუმცა ცეცხლის ჩაქრობის დროს გამოყენებულმა წყალმა ავეჯი დააზიანა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ღორჯომელები ვარაუდობენ, რომ ძლიერმა ქარმა ბუხრიდან ნაკვერჩხლი სხვენში გადაიტანა.
ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მათ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ოჯახის მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის დახმარებას მიიიბს დაზარალებული ოჯახი.