ქედის გამგებელმა შპს ''ბეთლემსა'' და ''წყალკანალში'' დაწყებულ რეორგნიზაციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. დავით დუმბაძის თქმით, შპს ქედის ''ბეთლემის'' დირექტორს ნაზიმ ფარტენაძეს და წყალკანალის დირექტორ რამინ ჯიჯავაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, რომელიც არ გაუგრძელდებათ. "ბეთლემის" დირექტორის მოვალეობას გუნდის უსაფრთხოების ხელმძღვანელი სულხან ჯიჯავაძე შეასრულებს, ხოლო წყალკანალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უწყების თანამშრომელი ემზარ ბერიძე დაინიშნა. ხელშეკრულების ვადა გაუვიდა "ბეთლემის' ყველა ფეხბურთელს. ახალი ფეხბურთელების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. დავით დუმბაძის ინფორმაციით, გუნდს ფედერაციის მიერ დაკისრებული 50 ათას ლარიანი ჯარიმა მოეხსნა. შეგახსენებთ, 20 მაისს ''ბეთლემი'' მატჩის ჩაწყობაში ამხილეს და ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონატიდან მოხსნეს. დააქვეითეს მეორე ლიგაში და 50 ათასი ლარით დააჯარიმეს.