სოციალური სახლის მშენებლობა

11 აპრილი 2018, 00:00 2122 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლი შენდება. ყოფილი სამკერვალოს შენობა 12 ბინიან საცხოვრებლად გადაკეთდა, რომელიც სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ოჯახებს გადაეცემათ. მშენებლობისთვის 436 ათასი ლარია გათვალისწინებული და ის მაისში დასრულდება.

რეკონსტრუქციის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.  სოციალურ სახლში დასაბინავებელ ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე კომისია შეარჩევს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი