ე.წ. ციანიდის საქმე-ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება 

11 აპრილი 2018, 00:00 1778 ნახვა

ე.წ. ციანიდის  საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადება გაავრცელა. სადაც წერია, რომ საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და იმ უფლებადარღვევებზე, რაც საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განხორციელდა. ორივე ინსტანციის სასამართლოში კი საქმე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, რაც სასამართლო სხდომების დაუსაბუთებელ დახურვაში გამოიხატა. ასევე აღნიშნულია, რომ პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებით დაცვის მხარეს წაერთვა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ექსპერტიზა.    ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა.

ამავე კატეგორიაში