ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს, ერთს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ. მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა.
გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტიზის პირველადი დასკვნა სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი.