აჭარის მთავრობა გადადგა

07 ივლისი 2016, 00:00 4433 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების და მსჯელობის საფუძველზე მიიღო. ხაბაძემ ბრიფინგზე რეგიონის მთავრობის ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა დააანონსა. არჩილ ხაბაძის გადადგომიდან რეგიონის ოთხივე მინისტრს დავით ბალაძეს, ზაურ ფუტკარაძეს, გიორგი თავამაიშვილს, და  ნუგზარ სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყდათ, თუმცა ისინი თავიანთ მოვალეობებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შესრულებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი