ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის მერი საინიციატივო ჯგუფთან კონსულტაციებს მართავს

09 აპრილი 2018, 00:00 176544 ნახვა

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის მერი საინიციატივო ჯგუფთან კონსულტაციებს მართავს. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც  მხარეებმა საკითხთან დაკავშირებით ხედვები გაცვალეს. იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც უკვე გაჟღერებული ინიციატივების შედეგებზე იმსჯელებენ. ლაშა კომახიძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმებით სასამართლო პროცესი შეწყდა. მერიის წარმომადგენელმა გამოთქვა სასამართლოზე მოსაზრება, რომ მერის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის მომხდარიყო შეთანხმება. სასამართლოს ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფმა და მუსლიმთა კავშირმა მიმართეს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი