“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

07 აპრილი 2018, 00:00 1783 ნახვა

ბათუმი -ახალციხის დამაკავშირებელი გზის თოვლის საფარისგან გაწმენდას ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. რამაზ შავაძის განცხადებით გოდერძის მონაკვეთის თოვლის საფარისგან გაწმენდვა ჭიანურდება და მოსახლეობას ახალციხეში გადასვლა შემოვლითი გზით უწევს , რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ოპონენტთა ბრალდებას საქართველოს საგზაო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გოდერძის უღელტეხილი კლიმატურად რთული მონაკვეთია და გზის გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება. აღნიშნული გზით მაღალმთიანეთში მცხოვრები მოიალაღეები მთებში გადაადგილდებიან.

ამავე კატეგორიაში