ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულების ოჯახებს კომპენსაციის სახით 50-50 ათასი ლარი დაერიცხებათ. თანხის ნაწილს 30 ათას ლარს კომპანია საქნახშირი ჯიაჯი ჯგუფი დაფარავს.
ტყიბულში რჩებიან ეკონომიკის სამინისტროსა და შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები. ექსპერტები დღეს განმეორებით ჩავლენ გვირაბში იმის დასაზუსტებლად ჰქონდა თუ არა სამთო დარტყმას ადგილი, რის გამოც გუშინ 6 ადამიანი გარდაიცვალა.