უბედურ შემთხვევას გუშინ გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი კი დაშავდა. მფლობელები მიზეზად ე.წ. სამთო დარტყმას ასახელებენ. ამბობენ, რომ შემთხვევის პრევენცია შეუძლებელი იყო და ადგილი არ ჰქონია დარღვევას.
დაღუპულთა ახლობლები კი სწორედ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.