ქობულეთში მეეზოვეებმა მუშაობა განაახლეს

05 აპრილი 2018, 00:00 2359 ნახვა

ქობულეთში მეეზოვეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და დილიდან ქალაქის დასუფთავებას ჩვეულებრივ რეჟიმში დაუბრუნდნენ. როგორც ამბობენ,  მუნიციპალიტეტის მერს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და მიიღეს პირობა, რომ აპრილის ბოლოს გაზრდილ  შრომით ანაზღაურებას მიიღებენ.

მირიან ქათამაძე ირწმუნება, რომ თვის ბოლომდე საკითხი მოგვარდება და ხელფასები გაეზრდებათ  იმ საპრემიო თანხის პროპორციულად რასაც მეეზოვეები გასულ წელს იღებდნენ. ქათამაძის თქმით, თუ საჭირო გახდა, ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. გუშინ ქობულეთის აიპი სანდასუფთავების 203 თანამშრომელი  გაიფიცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი