ვიდეო - კამერები სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე, მოსწავლეების ზედაპირული, უკონტაქტო დათვალიერება მეტალოდეტექტორით, მანდატურის ფუნქციების გაზრდა და პოლიციასთან კოორდინირებული მუშაობა – “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს, უახლოეს მომავალში კი პარლამენტს გადაეგზავნება.