საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მთავარ საფრთხეს, მთავარ გამოწვევას და საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანებს ასახელებს. საფრთხე რა თქმა უნდა ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობაა.
ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, რამდენიმე მიმართულებაზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერაზე, დაფინანსების მცდელობასა და ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებზე.