ზურაბ პატარაძე ქვემო სილეზიის ვიცე მარშალს ივონა კრავჩიკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლასა და ორი რეგიონის კიდევ უფრო დაახლოების თემას გაუსვა ხაზი ვიცე-მარშალმა.
ზურაბ პატარაძე სტუმრებს რეგიონში მიმდინარე ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსებისა და სტადიონის მშენებლობის, ასევე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების, მათ შორის, 2018 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის აჭარაში ჩატარების თემას.