გიორგი გიორგანაშვილის ახალი ბრალდება - სასამართლო პროცესი

03 აპრილი 2018, 00:00 1664 ნახვა

ბრალის დამძიმების შემდეგ დღეს გიორგი გიორგანაშვილის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. „აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა„–განაცხადა სხდომაზე ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა.

პროკურორის განმარტებით, გიორგი გიორგანაშვილს ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც გამოძიებამ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები შეკრიბა. გიორგანაშვილის ადვოკატი კი აცხადებს,  რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გიორგანაშვილის მიერ ჯაბა ხულორდავასთან ერთად რაიმე ქმედების განხორციელებას ადასტურებს.  

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 მაისს დაინიშნა. გიორგანაშვილს ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი