პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უკვე წარედგინათ ბრალი და უწყება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.