თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი 

03 აპრილი 2018, 00:00 2679 ნახვა

''თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის'' კონკურსი დაიწყო. წელს პროგრამაში სიახლეა, თანხები უკვე საგრანტო წესით გაიცემა. აქამდე კი ტენდერი ცხადდებოდა.

მიზანი ხელოვნების და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.

''თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის'' საგრანტო კონკურსის 2018 წლის ბიუჯეტი 120 000 ლარით განისაზღვრა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საბუთები უწყებაში 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში