''ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება”-განუცხადა ,,მთავარს” ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს განცხდებით რეგიონის მთავრობასთან ერთად ერთობლივ სტრატეგიას შეიმუშავებენ. მინისტრის განცადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა იყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში მაგალითი როგორც მაღალი ხარისხის, ამიტომ იგი სამართავად კერძო კომპანიას არ გადაეცემა.
კლინიკის მშენებლობა სავარაუდოდ ივნისში უნდა დასრულდეს. სამედიცინო დაწესებულება იმავე მისამართზე ახალ დაწესებულებაში გადაინაცვლებს. პარალელურად მიმდინარეობს ძველი შენობების დემონტაჟი. სამუშაოების დამკვეთი შპს “სტადიონია,” პროექტის ღირებულება 22 მილიონ 172 ათას 764 ლარია. აბუსერიძის ქუჩის 2 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, 5-სართულიანი მრავალ პროფილური საავადმყოფო მოეწყობა. მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა.