სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა

01 აპრილი 2018, 00:00 1921 ნახვა

ქობულეთში ორი სკოლა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ სკოლების რეაბილიტაციის პროგრამით გარემონტდება. ქალაქის მეორე საჯარო სკოლისა  და სოფელ ლეღვას მეორე სკოლის ამორტიზებულ შენობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 1981 წელს აშენებულ ლეღვას მეორე სკოლის შენობას კაპიტალური რემონტი არასდროს ჩატარებია,  ქობულეთის მეორე სკოლა კი ბოლოს 2006 წელს გაარემონტეს.

როგორც რესურს - ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რეაბილიტაციის პროცესში მოსწავლეები პირველ და მესამე სკოლებში შუადღის ცვლაში გადანაწილდებიან, ხოლო ლეღვას  მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი ისევ ლეღვაში, პირველ საჯარო სკოლაში გადავლენ. სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია თუმცა ორივე სკოლის პროექტი 2019 წელს უნდა დასრულდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში